Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურა უკვე წარმოდგენილ სიაზეც გავრცელდება - კობახიძე

12 იანვარი, 2019 12:06

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებრივ ყველა წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

„მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება მსჯელობის საკითხი. ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოლიტიკური პროცედურა, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის.

დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურასა და კრიტერიუმებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან წარმოდგენილი. იურიდიულად, მოსამართლეთა კანდიდატთა სიის გაწვევა არის შეუძლებელი. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა თუ თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის. შესაბამისად, სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ“, - ამბობს კობახიძე, - „არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სია 2018 წლის დეკემბერის ბოლოს წარუდგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

„თბილისი პრაიდის“ წევრები: გვემუქრებიან ...

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრ ...
19 ივნისი
19 ივნისი

საპატრიარქო მრევლისა და მოძღვრებისგან აგ ...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, ამ განცხადების მიხედვით, "ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლ ...
19 ივნისი
19 ივნისი

11 ივნისიდან 19 ივნისამდე მოსამართლეობის ...

პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს წარუდგინა და საჯარო გახადა ხელოვნური ინტელექტის მიერ უზენაესი სა ...
^