Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე ზომები უნდა მივიღოთ

12 იანვარი, 2019 13:41

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტის, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რაც ცილისწამების აკრძალვის რეგულაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას“, - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ეს ჩანს  იმ სურათიდან, რომელსაც  ხანდახან ქმნის მედია და სოციალური ქსელები.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე - ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

გუშინ ალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციით არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, თუმცა აქვს „მორალური ინიციატივის“ უფლება. 

„კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვახსენე ჩემი საახალწლო მილოცვის დროს და რომელზეც მინდა, ვისაუბრო,  ეს არის ცილისწამების შესახებ კანონი", - ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს - „ეს არის ის თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოწია საზოგადოებაში. საჭიროა ამის დაწყნარება. ამავე დროს მე კარგად მესმის, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი დაპირისპირებაშია,  მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიღო კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციომ დაამტკიცა რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან არც მთავარ ადამიანის უფლებებთან. ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს საშობაო ეპისტოლეში შეეხო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია მეორე. მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლებით ხშირად ბოროტად სარგებლობენ.

პატრიარქის ეპისტოლე: სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა ხშირად ხდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მ ...
22 მარტი
22 მარტი

პარასკევს დეპუტატებმა ოთხ საათამდე ვიმუშ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის პარასკევს მოკლე სამუშაო ...
22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
^