Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები მზად არიან კრიტერიუმს დაექვემდებარონ - მიქაუტაძე

12 იანვარი, 2019 13:56

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საბჭოს მიერ უზენაესის მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები მზად არიან ნებისმიერ კრიტერიუმს დაექვემდებარონ. 

როგორც მიქაუტაძე ამბობს, შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმების შემუშავებაზე იმსჯელებს.

„რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ და განაგრძო - „ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი. ყველა კანდიდატი დაექვემდებარება შემოწმებას იმ კრიტერიუმებით, რომელსაც შევიმუშავებთ".

აღსანიშნავია, რომ თავად მიქაუტაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მისი წარდგინებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 წევრის მხარდაჭერით პარლამენტში წარადგინა: 

  • მარიამ ცისკაძე
  • ნინო ქადაგიძე
  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • პაატა სილაგაძე
  • დიმიტრი გვრიტიშვილი
  • მერაბ გაბინაშვილი
  • ნინო სანდოძე
  • თამარ ალანია
  • გიორგი ტყავაძე
  • გიორგი მიქაუტაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა.  აღნიშნული ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
27 მაისი
27 მაისი

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ო ...

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძ ...
^