Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არის შუალედური გამარჯვება - ნაზი ჯანეზაშვილი კობახიძის განცხადებაზე

12 იანვარი, 2019 15:02

„ეს არის შუალედური გამარჯვება და იმ პროცესის შედეგი, რომელიც ჩვენ ორმა ადამიანმა [ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ] ამ შენობაში დავიწყეთ და მასში ფართო გაგებით საზოგადოება ჩაერთო", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. იგი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

ჯანეზაშვილის თქმით, ცხადია, რომ ეს 10-კაციანი სია ამ ფორმით აღარ გადის კენჭისყრაზე.

„როგორც მოვისმინეთ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ განხილვა სამუშაო ჯგუფში გაგრძელდება. ეს სამუშაო ჯგუფი დიდი ხანია შექმნილია. მასში საქართველოს პარლამენტის, სასამართლო სისტემის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წარსულში სამუშაო ჯგუფს არ ჰქონდა მაინცდამაინც წარმატებული შედეგები, მათ შორის ჩემი და ანა დოლიძის პოზიცია არ იყო გაზიარებული და მოსმენილი. მე 2017 წლის აპრილში პარლამენტს წარვუდგინე რჩევები, რეკომენდაციები, როგორი უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა, თუმცა ეს მაშინ არ იყო მოსმენილი და გაზიარებული", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს და სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე ძირითადი პრინციპი გაითვალისწინონ, იმისთვის, რომ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და „სასამართლოს კლანის“ ის წევრები, რომლებიც 10-კაციან სიაში არიან, კვლავ არ დასახელდნენ.

„არ მინდა დადგეს შედეგი, რომ დახვეწილი პროცედურებით, ფორმალობის დაცვით, ისევ ეს ხალხი მოხვდეს სიაში და პარლამენტმა იმ ხალხის შესახებ იმსჯელოს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა და პრეტენზიაა. ამასთან, მათ მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, დაბალია“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამომართლე წევრის აზრით, პარლამენტმა ორგანულ კანონში ცვლილებების შემუშავებისას რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს, რომლის მოდელსაც ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძესთან ერთად პარლამენტს უახლოეს მომავალში შესთავაზებს:

  1. უპირობოდ მნიშვნელოვანი და საბაზისო სტანდარტია, ღია კონკურსის გამოცხადება
  2. აუცილებელია, რომ შეიქმნას იმ კანდიდატურების გადარჩევის ფილტრი, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურად წარდგენის მიზნით მიმართავენ
  3. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს სტანდარტი ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები (ამ შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები არ უნდა იყვნენ. ისინი წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც კანდიდატების ნომინირებას ახდენს, რაც ინტერესთა კონფლიქტია.

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საკუთარ თავს კანდიდატურად არ უნდა ასახელებდეს და შემდეგ მესამე პირში არ უნდა საუბრობდეს საკუთარ თავზე.

„მიქაუტაძემ ამ ქვეყანას, პარლამენტს და ყველას აკადრა, რომ ფურცლის ნაგლეჯიდან ამოიკითხა გვარები და პარლამენტში წარადგინა. ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს და იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ფართო საზოგადოება, მათ შორის ადვოკართა კორპუსი ჩაერთვება“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ის სამუშაო ჯგუფში მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედი აქვს, რომ მისი მოსაზრებები გაზიარებული იქნება. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფმა აქამდე დაახლოებით 10 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ნაკლებადშედეგიანი.

„ვნახეთ, რომ ბოლოს, როდესაც დისციპლინური სამართალწარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შემუშავდა, მასში ძირითადად, მაქსიმალურად გაითვალისწინეს მურუსიძის პოზიცია. მურუსიძე ესწრებოდა ბოლო შეხვედრას და ცხადზე ცხადი იყო, რომ მასთან შეთანხმებული იყო პროექტი, რომელიც მაშინ შემუშავდა“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

------------------------------

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი.

კობახიძის თქმით, 10-კაციანი სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებრივ ყველა წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურა უკვე წარმოდგენილ სიაზეც გავრცელდება - კობახიძე

იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები მზად არიან კრიტერიუმს დაექვემდებარონ - მიქაუტაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^