Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, 10-კაციანი სია არ გავა

12 იანვარი, 2019 17:46

„მე არ ვიცი, საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, - წერს Facebook-ზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. 

საპირისპირო განცხადებას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძემ. როგორც მან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები მზად არიან კრიტერიუმს დაექვემდებარონ.

აღსანიშნავია, რომ თავად მიქაუტაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მისი წარდგინებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 წევრის მხარდაჭერით პარლამენტში წარადგინა: 

  • მარიამ ცისკაძე
  • ნინო ქადაგიძე
  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • პაატა სილაგაძე
  • დიმიტრი გვრიტიშვილი
  • მერაბ გაბინაშვილი
  • ნინო სანდოძე
  • თამარ ალანია
  • გიორგი ტყავაძე
  • გიორგი მიქაუტაძე

უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურა უკვე წარმოდგენილ სიაზეც გავრცელდება - კობახიძე

ეს არის შუალედური გამარჯვება - ნაზი ჯანეზაშვილი კობახიძის განცხადებაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 იანვარი
22 იანვარი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მ ...
22 იანვარი
22 იანვარი

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე ...

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტზე ბავშვის დედა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადება ...
22 იანვარი
22 იანვარი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნე ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედ ...
^