Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მიზეზს ვერ ასახელებენ" - ტრანსგენდერი ქალი „საქართველოს ვასკვლავს" გამოეთიშა

14 იანვარი, 2019 23:03

ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი, რომელმაც „საქართველოს ვარსკვლავში" ჟიურის მოწონება დაიმსახურა და „ოქროს ბილეთი" მიიღო, კონკურსს გამოეთიშა, - ამის შესახებ „ლიბერალს" ანასტასია პირველმა განუცხადა, რომელიც გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ ვერ მოხვდა მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის, როცა ჟიურისგან დადებითი შეფასება და „ოქროს ბილეთი" მიიღო. 

იგი ჰყვება, რომ კონკურსში მონაწილეობის შეთავაზება „საქართველოს ვარსკვლავის" პროდიუსერისგან მიიღო და სწორედ მისგანვე გაიგო რამდენიმე დღის წინ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს. 

„მიზეზად ვერაფერს ასახელებენ. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მე მაქვს ჩემი ეჭვები. ასე გაურკვევლად... ჟიურიმ მითხრა, რომ შევხვდებით შემდეგ ტურში. უბრალოდ მინდოდა, რომ მემღერა", - უთხრა ანასტასია პირველმა „ლიბერალს".

„ლიბერალი" „საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს დაუკავშირდა. მან შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი იმ მიზეზით გვითხრა, რომ გვიან საღამოს დავუკავშირდით.

დღეს „საქართველოს ვარსკლვლავმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟიურის „ოქროს ბილეთი" აპრიორი მეორე ტურში გადასვლას არ ნიშნავს. მათი თქმით, პირველ ეტაპზე დადებითი შეფასება 48 კონკურსანტმა  მიიღო, რომელთაგან 22 შეირჩა და საბოლოოდ, კასტინგის მეორე ეტაპზე მოსმენის შედეგად ფინალური ათეული შედგა.

„კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება „ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით. ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს", - ნათქვამია „საქართველოს ვარსკვლავის" განცხადებაში. 

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო ჟიურიმ ანასტასია პირველის კონკურსიდან მოხსნის გადაწყვეტილება. იგი ამბობს, რომ გეგმავს, ამის შესახებ ევროვიზიას შეატყობინოს. თაბაგარი „საქართველოს ვარსკვლავს" მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გადახედოს და ტრანსგენდერი ქალი შოუში დააბრუნოს. 

მისი თქმით, ფაქტია, რომ კომერციული თვალსაზრისით ანასტასია იყო შოუსთვის მომგებიანი მონაწილე, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომერციული მხარე მათი ინტერესი არ ყოფილა.

„ფაქტია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც პროცესი სწორად არ წაიყვანეს. ამ მონაწილეს ჰქონდა უდიდესი პოტენციალი უმნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები მოეხდინა ქვეყანაში და საზმაუმ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ვერ გაიაზრა. იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ „ზემოთ" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მისი კონკურსიდან ჩახსნის შესახებ. მოკლედ, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ საზმაუმ პროცესი წარმართა ძალიან არასწორად. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ როგორც მინიმუმ არის არასწორი, არაეთიკური და იმ ინტერესების საწინააღმდეგო, რასაც უნდა ემსახურებოდეს წესით საზოგადოებრივი მაუწყებელი", - წერს თაბაგარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგა ...

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგან ...
15 ივლისი
15 ივლისი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები ...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათ ...
15 ივლისი
15 ივლისი

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმე ...

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებულ ...
^