Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შიშველი ქალი რომ დახატონ?“ - რა იკრძალება მერიის მხარდაჭერილ კონკურსში მხატვრებისთვის

15 იანვარი, 2019 15:10

თბილისის მერია მხარს უჭერს კონკურსს - „ხატვის თავისუფალი ზონა". კონკურსს ორგანიზებას უწევს ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ .

როგორც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფეისბუქფეიჯზე ვკითხულობთ, „ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებითი საქმიანობისთვის ახალი პლატფორმა იქმნება, ხოლო პროექტის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სამუშაო მასალა და მათთვის საგანგებოდ გამოიყოფა სახატავი ადგილები მიწისქვეშა გადასასვლელებში". 

შეფასების კრიტერიუმების მიხედვით არტისტებს შემდეგ თემების წინ წამოწევა ეკრძალებათ:

• პოლიტიკა

რელიგია

• სიბილწე

• რეკლამა

„ლიბერალი“ დაუკავშირდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს და დაინტერესდა, მათი წარმომადგენლის აზრით, იზღუდება თუ არა არტისტის თავისუფლება ამგვარი შეფასების კრიტერიუმებით, კონკრეტულად კი, პოლიტიკისა და რელიგიის აკრძალვით. სამსახურის პრესცენტრის თანამშრომელმა განგვიცხადა, რომ  ეს კრიტერიუმები ორგანიზაცია „ნიკომ“ შეიმუშავა.

შეკითხვაზე, „ვინაიდან მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რაც გამოიხატება ხატვისთვის ლოკაციების გამოყოფაში, ნიშნავს თუ არა რომ ისინი იზიარებენ კრიტერიუმებს", მან ისევ განგვიცხადა, რომ „კრიტერიუმები „ნიკომ“ შეიმუშავა".

შეკითხვის ფორმულირების შეცვლის შემდეგ - „დაუჭერს თუ არა მხარს მერია მისთვის მიუღებელ იდეას, პროექტს, რომლის კრიტერიუმებსაც არ იზიარებს და არ ეთანხმება" - პრესსამსახურში კვლავ განგვიცხადეს, რომ ამ აკრძალვის შესახებ „ნიკოს" უნდა ვკითხოთ. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა ორგანიზაცია „ნიკოს“ ხელმძღვანელ სანდრო კვანტალიანს და ჰკითხა, რატომ იყო კონკურსში განსაზღვრული ამგვარი კრიტერიუმები და ხომ არ ზღუდავს ისინი არტისტის თავისუფლებას.

კვანტალიანის თქმით, პროექტი არათუ ზღუდავს, პირიქით აჩენს თავისუფლებას, რადგან აქამდე თუ არ არსებობდა ლეგალური სივრცე ქუჩის მხატვრობისთვის, ახლა ის გაჩნდება.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კვანტალიანი ფიქრობს, რომ არ სურს, პროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ან პოლიტიკური მრწამსის ტირაჟირებისთვის გამოიყენონ.

ის ასევე ფიქრობს, რომ არ შეიძლება, მაგალითად, შიშველი ქალის დახატვა, ხოლო შეკითხვაზე, თუ სიშიშვლეს მხატვრული ღირებულება აქვს ან თუ არტისტი ჰიპოტეტურად „ვენერას დაბადების“ დონის ნახატს შექმნის, აიკრძალება თუ არა ის კრიტერიუმების მიხედვით, მან თქვა რომ ამგვარი ნახატი კედელზე დაიხატება, თუ მხატვარი სიშიშვლეს დაფარავს.

მისი თქმით, ნამდვილი ქუჩის არტისტი ქუჩაში ხატავსმ რასაც უნდა, ამ პროექტში კი ეს შეზღუდვებია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^