Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თელასი: ხვალ თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 იანვარი, 2019 22:03

თელასის ინფორმაციით, თბილისში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

გთავაზობთ რაიონების ჩამონათვალს და ელექტროემიმარაგების შეზღუდვის გრაფიკს:  

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე  ტერიტორიის,  კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, კახეთის, შორაპნის, კახეთის ხევის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის, ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის,  გორგასალის,  ახუნდოვის,  აბანოს, გრიშაშვილის, ორთაჭალის, გულიას და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კოსტავას, დოლიძის და სიმონ ჩიქოვანის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნატბეურების დასახლების, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის II შესახვევის, გოძიაშვილის,  პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კვანტალიანის, გელა გოგიშვილის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^