Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია: ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს

16 იანვარი, 2019 10:59

„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან ეკა ბესელია სამღვდელოების მიერ ჯვრის მონასტრის დახურვის გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ იქ გარემოვაჭრეები არიან.

„ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს, როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია. 
რამდენი ხანია, ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა... უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა. გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ამ ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება... მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გუბერნატორს, კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა" - წერს ბესელია. 

უკვე მესამე დღეა, ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაიკეტა. გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას მოითხოვენ.

„ჯვრის მონასტრის საძმო" განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქომ გუშინ განაცხადა, რომ მათ ესმით ხალხის გაჭირვება, თუმცა უწერსრიგობა უხერხულია.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი“, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^