Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე თანამშრომლებს მიმართავს - „მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“

16 იანვარი, 2019 11:37

„მინდა, მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოადგილეებს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული. ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^