Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს - კალაძე

16 იანვარი, 2019 11:46

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. 

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როდიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

„როგორც იცით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას მიმართავს. 2015 წელს ჩატარდა გამოკვლევა ყველა ხიდთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რომელი ხიდების რეაბილიტაცია არის პრიორიტეტი და ამის მიხედვით ვაწარმოებთ სამუშაოებს. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, ასევე გარე განათების, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია, ასევე დაბინძურებული შიდა სივრცის დასუფთავება“,- განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^