Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ია კერზაიას საქმეს ჩვენ ვსწავლობთ ძალიან დეტალურად, სამი მიმართულებით

16 იანვარი, 2019 14:07

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომბუდსმენი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს დეტალურად სწავლობს. მისივე განმარტებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები აისახება ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს მარტში წარედგინება. 

„ია კერზაიას საქმეს ჩვენ ვსწავლობთ ძალიან დეტალურად, რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება არის,- იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ ქალბატონის მისამართით;  საქმის შესწავლა რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს;  შემოწმების დაწყებასთან და შემდეგ უკვე შემოწმების დროს ხომ არ იყო დარღვეული კანონი; ასევე ვსწავლობთ იმას, ხომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რომ შემდგომ მივმართოთ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ , ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი არაერთი უწყებიდან. განათლების სამინისტროდან კიდევ დამატებით ველოდებით გარკვეულ ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც გვექნება სრული სურათი, ჩამოვაყალიბებთ რეკომენდაციებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.

სამინისტროს განმარტება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე

განათლების მინისტრი ია კერზაიას გარდაცვალებას პირველად გამოეხმაურა

„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^