Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

VI საუკუნიდან მონასტრის დაკეტვა მტრებმაც ვერ გაბედეს, ეს შეძლო ჯიპიანმა მამაომ - ნათელაშვილი

16 იანვარი, 2019 14:43

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ნათელაშვილის განცხადებით, მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ, გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივით.

„გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს. აბა რით შეიძლება აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო. ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს, რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია.მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან, ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია, ღმერთი დაგვიფარავს“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

მცხეთის ჯვრის მონასტერი ვიზიტორებისთვის სამი დღის განმავლობაში იყო დახურული და დღეს გაიხსნა. როგორც მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი თქმით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებს. 

საპატრიარქო: გვესმის, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ უხერხულია მოუწესრიგებლობა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჯვრის მონასტერი დროებით დაიკეტა, მიზეზი გარემოვაჭრეების ფაქტორია  

„ჯვრის მონასტრის საძმო" განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^