Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების მინისტრთან შეხვედრის შესახებ მხოლოდ ტელეჟურნალისტებს შეატყობინეს

16 იანვარი, 2019 15:39

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ ანონსი მხოლოდ ტელემედიისთვის იყო ცნობილი.

„ლიბერალი“ სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რატომ არ იყო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებისთვის ცნობილი. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  „ეს იყო შეცდომა, დაურეკეს მხოლოდ ტელევიზიებს, რადგანაც უცებ ჩაინიშნა შეხვედრა და დაავიწყდათ ანონსის გაშვება“.

ასევე, მათივე ინფორმაციით, პარასკევს, 16 იანვარს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვირაში სამჯერ გაიმართება განათლების სისტემაში დაგაგმილი რეფორმის შესახებ დეტალური პრეზენტაციები. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, რომ მინისტრმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა. უფრო კონკრეტულად კი საუბარი შეეხო სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს.

„რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. რეფორმათა პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და თითოეულ მათგანზე სამინისტრო საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში, მიაწვდის“,- როგორც რელიზშია აღნიშნული, განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ასევე ნათქვამია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმების გაცნობას  იწყებს.  აქვე ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი  გააცნობს, რომლის თქმით,  ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც  ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს, თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^