Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანდიდატების ნომინირებაში უნდა მონაწილეობდნენ ისინიც, რომლებიც იუსტიციის საბჭოში უმცირესობაში არიან - ლომჯარია

16 იანვარი, 2019 15:24

სახალხო დამცველის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირების პროცესი ნამდვილად შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან. ნინო ლომჯარიას თქმით, მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა განიხილონ.

„რამდენიმე პრობლემას ვხედავთ", - აცხადებს ომბუდსმენი და განაგრძობს - „რა თქმა უნდა, პროცესის გამჭვირვალობა არის პრობლემატური. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ყველა პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს მონაწილეობა მსგავს კონკურსში და გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

დღეს არსებულ პრობლემამდე მივედით იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ გატარებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რაზეც ვსაუბრობდით. ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობით უნდა ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, არამედ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უმცირესობაში არიან. მათ მხარდაჭერილ კანდიდატებსაც უნდა შეეძლოთ, რომ პარლამენტში წარადგინონ განსახილველად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს გაწერს, ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის აპარატი.

„მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდეს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პირველ რიგში, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ სასამართლო რეფორმაზე და ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ იქ არსებულ პრობლემებზე. მეც, როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული ხედვა. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩაგვრთოს ამ ჯგუფში", - ამბობს ლომჯარია. 

გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეთა კანიდატურების პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს.

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ პარლამენტში 5-პუნქტიანი საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^