Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

16 იანვარი, 2019 15:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების  დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  დაშავებულია 4 ადამიანი, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება. 

ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები. 

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა  40 შეტყობინება. 

„ყველა  შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს  სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ​ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების  წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების  დაზიანების ფაქტებს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას  გულისხმობს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.   

ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო  პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა  უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე  ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია. 
 

ფოტო: აჭარის ტელევიზია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^