Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

16 იანვარი, 2019 23:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

„შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება“, - წეროა საქართველოს მთავრობის განცხადებაში. 


დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა 8.  აქედან, 7 ბავშვია.  მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის „იმედის“ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა დაუდასტურა. 

აფეთქების შედეგან დაშავებული ბავშვები იაშვილის კლინიკაშია. როგორც მინისტრი ამბობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი „იმედის“ კლინიკაშია. მის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მერვე დაშავებულს, ის სრულწლოვანია და ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. 

საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დაახლოებით 9 საათზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^