Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შევიდა ბინაში, აანთო შუქი და..." - რას ჰყვება აფეთქებულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქე

17 იანვარი, 2019 13:22

გუშინ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დაშავდა 8 ადამიანი. 

დიდ დიღომში მცხოვრები ილია ბუზალაძე გუშინდელ აფეთქებას იხსენებს. როგორც ის ამბობს, კორპუსში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რასაც ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა ყურადღება არ მიაქციეს. მისივე თქმით, მოსახლეობამ ყაზტრანსგაზს ორჯერ დაურეკა, თუმცა ორივე შემთხვევაში ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა შემოწმების შემდეგ პრობლემა ვერ აღმოაჩინეს და წავიდნენ.

„მე რომ მოვედი, ჩემთან ერთად პიროვნება იყო, ლიფტში შევედით ერთად, სუნი იდგა, აღვნიშნეთ ეს ფაქტი. მეექვსე სართულზე გავიდა ეს პიროვნება. მე ავედი მეცხრეზე, მერე, როგორც გავიგე, ეს პიროვნება გარდაცვლილა, შევიდა ბინაში, აანთო შუქი და ... ლიფტიდან ორი ნაბიჯით გამოვასწარით და გადავრჩი.

ყაზტრანსგაზის უპასუხისმგებლობა იკეთება,  რომ მოვიდნენ ერთხელ შეამოწმეს, მეორედ, თუ სადარბაზოში დგას სუნი, ესე იგი, საიდანღაც არის პრობლემა. უნდა დაევლოთ, მთელი სადარბაზო ურეკავს, შედი ბინაში, შეამოწმე, ყველა ვარიანტში უნდა შეემოწმებინათ“.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^