Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეწილეები „ოცნების" შემწირველები არიან

17 იანვარი, 2019 17:53

თბილისში საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა.

ტენდერით გათვალისწინებული იყო 220 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვა, რასაც კომპანია 64 790 000 ლარად უზრუნველყოფს. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ 220 ერთეული ავტობუსი უნდა იყოს 8-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის.

შპს „ჯი-თი გრუპის“ შესახებ

შპს „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძეა. მეწილეები კი - გიორგი თავდიშვილი (33%),  გიორგი გველესიანი (34%), თემურ უსტიაშვილი (33%);

გიორგი გველესიანმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს - „ქართულ ოცნებას“, ასევე 60 000 ლარი.

„ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაშია თემურ უსტიაშვილიც, რომელმაც „ოცნებას“ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება ლევან გოგსაძეს, მან „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს ჯამში 37 950 ლარი შესწირა.

დისკვალიფიცირებული კომპანია

აღსანიშნავნია, რომ ტენდერში მონაწილეობდა შპს „გრავიტაც, რომელმაც შემსყიდველს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 63 264 860 ლარი შესთავაზა, ანუ 1 525 140 ლარით ნაკლები. თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, მაინც შპს „ჯი-თი გრუპი“ გახდა. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, შპს „გრავიტას“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შპს „გრავიტას“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

„კერძოდ, ფლობის ღირებულება ერთი ავტობუსის სრული გარანტიის პერიოდში აღემატება მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული ავტობუსის ღირებულების 6%-ს. წარმოდგენილი ფლობის ღირებულება შეადგენს 25 564,24 ლარს, რაც ავტობუსების ღირებულების 7,56%-ია“, - წერია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

როგორც „ლიბერალს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შპს „გრავიტას“ გასაჩივრებული აქვს კომისიის ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული დოკუმენტაციის ნახვა მხოლოდ სისტემაში ავტორიზებული პირებისთვის არის შესაძლებელი.

„ლიბერალი" დაუკავშირდა შპს „გრავიტას" წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაზე კომპანია განცხადების გაკეთებას არ აპირებს. 

                                      

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^