Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობას 1 კოლოფი ტამიფლუს შესყიდვა 15 დოლარი დაუჯდა

18 იანვარი, 2019 12:40

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებდა.

ამისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება მიეცა, აღნიშნული მედიკამენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეეძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემსყიდველი ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმწოდებელი კომპანია თავად აარჩია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული დოკუმენტაციით ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ 10 000 კოლოფი ტამიფლუ შეისყიდა და მასში 153 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ხელშეკრულება 11 იანვარს შვეიცარიულ კომპანისთან - F. Hoffmann-La Roche ltd-სთან გაფორმდა.

როგორც კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ერთი კოლოფის ფასი 25.59 დოლარს შეადგენდა, თუმცა ფასდათმობის შედეგად ასანაზღაურებელი ერთეულის თანხა 15.3 დოლარით განისაზღვრა.

შედეგად, 10 000 კოლოფი ტამიფლუ მთავრობამ 153 000 დოლარად შეიძინა (ერთი კოლოფის ფასი 15.3 დოლარი);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^