Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს - კალაძე

18 იანვარი, 2019 14:49

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. 

მისი თქმით, ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში მისთვის კატეგორიულად მიუღებულია: „სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და, ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა“.

„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადების ტექსტი „ლიბერალს“ მერიის პრესსამსახურმა მიაწოდა. 

_____________________________________

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა", - წერდა „მწვანე ალტერნატივა".

თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. 

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს. 

„5 წელი ველოდით სამართლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას" - უპასუხა „ლიბერალს" კომპანიის წარმომადგენელმა. 

„მშენებლობის ნებართვა გვაქვს" - კომპანია ვაკის პარკში მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს

დღეს თბილისის მერმა ყოფილ ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით არაკომპეტენტურ შეფასებებს აკეთებენ ის პირები, რომლებმაც ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცეს, ასევე გაასხვისეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია.  „თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყევლაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ დედაქალაქის ის ხიბლი, ის მომხილველობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლელბლობა“, - თქვა კალაძემ.  

ამ ადამიანებმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გასცეს - კალაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^