Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ, მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს

18 იანვარი, 2019 14:12

„[ანძაზე] გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების გამოძიების პროცესში დაკითხოს.

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, ამ არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო. თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარსს შეიცავს.

ამ ადამიანებს არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, ​გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ამ ადამიანებს, ვინც აქ ჩამოვთვალე, იქ აბრძანდნენ და... ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეს ჟურნალისტმა მიმართა, რომ ამ განცხადების გამო გააკრიტიკებდნენ, რადგან არ იყო კორექტული. თბილისის მერმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ როგორი გამონათქვამებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ისეთივე პასუხი გასცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 თებერვალი
19 თებერვალი

სოციალური მუშაკები: დაიწყო მედიაციის პრო ...

სოციალური მუშაკების განცხადებით, მათსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩ ...

 „პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღა ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობ ...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობა შეწყვიტეს. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით ...
^