Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდ დიღომში აფეთქების გამო, 2 პირია დაკავებული - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას ამ ძალიან მტკივნეულ ტრაგედიას. მე გუშინწინვე  დავავალე სამართალდამცავებს, რომ უმოკლეს ვადაში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის მიზეზები. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ ამ დროისათვის 2 პირი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება და ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, თუ კიდევ ვინმეს ბრალეულობა გამოვლინდა, გარწმუნებთ, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^