Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის“ ფოტოკონკურსი

18 იანვარი, 2019 16:18

„ლიბერალი“ აცხადებს ყოველთვიურ ფოტოკონკურსს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

კონკურსის წესების თანახმად, თითოეულმა ავტორმა მხოლოდ ერთი ფოტო უნდა გამოგზავნოს. ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე.  

საკონკურსო  ფოტოების მიღება დაიწყება 21 იანვრიდან და დასრულდება 25 თებერვლის 24 საათზე.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული

რეაქციების რაოდენობის მიხედვით, „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან გამოვლინდება მნახველების 3 რჩეული ფოტო. ასევე, 3 რჩეულ ფოტოს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია. ჟიურის თავმჯდომარეა „ლიბერალის“ ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე.

გამარჯვებული ფოტოები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და ინსტაგრამზე, წლის ბოლოს კი კონკურსის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

ფოტოკონკურსის პირველი თემაა: სიყვარული

ფოტო, შეიძლება, გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილურით. მიიღება  შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოგზავნოთ ფოტო ელ. ფოსტაზე: [email protected] გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და გვარის მითითება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სა ...
21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
^