Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ სასამართლოს თემის „პრივატიზაცია“

18 იანვარი, 2019 16:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, სასამართლოს საკითხი საერთო საზრუნავია და მიუღებელია ამ თემის „პრივატიზაცია“ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ბახტაძის თქმით, მოსამართლეთა შესარჩევად აუცილებელია კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერა, მაგრამ მოსამართლეთა შემცირებული რაოდენობის გამო, სასამართლოში განსახილველ საქმეებს პრობლემები ექმნება.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა და ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმების და პროცედურების გაწერა, რომლის მიხედვითაც, შეირჩევიან შესაბამისი მოსამართლეები.

აქვე, ისიც ობიექტური გარემოება გახლავთ, რომ, სამწუხაროდ, მოსამართლეების შემცირებული რაოდენობა იწვევს ხშირად საქმეების არადროულ დამთავრებას. საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ეს დრო საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როცა პრემიერი ან სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს „ალაგებდა“ ისე, როგორც მას სურდა“, - განაცხადა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^