Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტროსადგურ ავლაბარში ბაქანი მოპირკეთდება კერამოგრანიტით და არა მეტლახით - სატრანსპორტო კომპანია

18 იანვარი, 2019 18:01

სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროსადგურ „ავლაბარში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მარმარილოს ფილების ნაცვლად სადგურში ბაქანს  მეტლახით აპირკეთებენ.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სადაც განაცხადეს, რომ ფოტოებზე ასახულია კერამოგრანიტის ფილები და არა მეტლახი. მათი თქმით, აღნიშნულ ადგილზე იყო პლასტიკატი, აალებადი ნივთიერება, რომელიც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უნდა შეცვლილიყო. 

„თავიდანვე, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეტროსადგურ „ავლაბარში“ ბაქანზე არ ყოფილა გაკრული მარმარილო, არამედ იყო კერამოგრანიტის ფილა. შემდგომ მას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და დაიფარა პლასტიკატით. სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სადგური გათავისუფლდეს პლასტიკატისგან. რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა მეტროსადგურში ჩამოიხსნება აალებადი ნივთიერება“, - განუცხადეს „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიიდან. 

მათი თქმით, პლასტიკატის ჩამოხსნისას მის ქვეშ დარჩენილი ძველი, დაზიანეული კერამოგრანიტის ფილებიც ჩამოიხსნა. 

„ახლა იკვრება ახალი კერამოგრანიტი, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს  არ არის მეტლახი, როგორც ავრცელებენ ინფორმაციას“, - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. 

ასევე, აღნიშნეს, რომ სადგურში ის მონაკვეთები, რომელიც მარმარილოთია მოპირკეთებული, იმ  შემთხვევაში, თუ დაზიანებულია ჩამოიხსნება და ჩანაცვლდება მარმარილოს ახალი ფილებით. 

ფოტო: ირაკლი ორაგველიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^