Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქეებს 22 მლნ-მდე ლარის ჯარიმა-საურავი ჩამოეწერებათ - ვის შეეხება ცვლილება

18 იანვარი, 2019 18:06

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავი ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ კანონპროექტის მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლოს და გარკვეული შვება მოუტანოს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ შეწყვეტს  წარმოებაში არსებული საქმეების  აღსრულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (25 825 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 438 397,11 ლარი), პენსიონერების (3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი),შშმ პირების  (2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად  − 1 400 522,93 ლარი), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების  (1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად  − 1 052 344,49 ლარი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების (135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი) მიმართ," - ამბობენ სამინისტროში. 

მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
^