Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოდან თავშესაფრის მსურველები გერმანიამ შესაძლოა, აღარ მიიღოს

18 იანვარი, 2019 18:22

გერმანიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებს გერმანიაში აღარ მიიღებენ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

საქართველოსთან ერთად აღნიშნულ სიაში მოხვდნენ მაღრიბის ქვეყნები - ტუნისი, მაროკო და ალჟირი.

თუმცა ბუნდესტაგის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტში ადვოკატირებას შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი უწევს, შესაძლოა, ზედა პალატაში მწვანეებმა დაბლოკონ. ისინი ეწინააღმდეგებიან გერმანიაში გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომლის გატარებასაც მემარჯვენე პარტიები დიდი ხანია ცდილობენ. მწვანეებმა ბუნდესტაგის მსგავსი გადაწყვეტილება შარშან ერთხელ უკვე დაბლოკეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^