Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში სწავლა 21 იანვრიდან დაიწყება

18 იანვარი, 2019 18:45

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით სკოლებში სწავლა ორშაბათიდან, 21 იანვრიდან დაიწყება.

„წითელაზე ძალიან აქტიურად ვართ შესაბამის ორგანიზაციებთან ჩართული. დღესაც გავავრცელეთ რეკომენდაციები, რომელიც მოიცავდა შესაბამისი მოქმედებების გატარებას სკოლებში. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან, შესაბამის ორგანოებთან თუ რაღაცა ჩარევა დასჭირდა ან რაღაცა საფრთხე გაჩნდა, წამიერად მზად ვართ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება მივიღოთ, იმიტომ, რომ გვესმის სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ბატიაშვილმა.

სკოლებში სწავლის დაწყება გრიპის ვირუსის გამო გადაიდო და მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
^