Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სიძულვილის მოტივით 1 პირია დაკავებული - შსს

20 იანვარი, 2019 11:42

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის  ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

მათი ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე  დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს 
დაბადებულ პ.ს.-ს.გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით 
შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^