Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო

21 იანვარი, 2019 10:53

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - მოქალაქეები იუსტიციის საბჭოსთან აქციას მართავენ.

„სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.

ხალხის პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პარლამენტში განსახილველად კი წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მიერ არის შედგენილი.

საზოგადოებას კარგად ახსოვს და გამოუცდია პოლიტიზებული, კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა, რომლის მძიმე შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.

სასამართლოს რეფორმირების არაერთი შანსი ხელიდან უკვე გავუშვით. თუმცა, ახლა გადამწყვეტი ეტაპია. ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

შემოუერთდი საპროტესო აქციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ხელი მოაწერე მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად!", - ვკითხულობთ განცხადებაში.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
^