Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაუყოვნებლივ გადადგნენ მურუსიძე და ჩინჩალაძე - მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად

21 იანვარი, 2019 11:33

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!", - მოქალაქეები იუსტიციის საბჭოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  1. დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც  2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;
  2. დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე.
  3. საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო  ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.
  4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!", - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო

„2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.

2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პორობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.

სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იმავე ჯგუფმა - „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს.  2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს  3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც  არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას.  

ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს.  შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება.

2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე - სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.    

ამ ჯგუფმა თავისი ზრახვებისა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა საზოგადოებისათვისმიუღებელი გადაწყვეტილებებით, მათ შორის უსამართლო და მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს -  ლევან მურუსიძის საჩქარო უვადო გამწესებით და პარლამენტის წინაშე  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენით, რომელიც შეიქმნა ფარულად, სათანადო კრიტერიუმების გარეშე და სამართლიანი პროცედურების დაუცველად. 

შესაბამისად, შეიქმნა რეალური საფრთხე,რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა  მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ“,- ნათქვამია მანიფესტში. 

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ინიციატივამოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

ცენტრი „ემპათია”

ღია საზოგადოების ფონდი

თეთრი ხმაურის მოძრაობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ევროპის ფონდი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საადვოკატო ბიურო „კორძახია, ჟღენტი”

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ციხის საერთაშორისო რეფორმა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დემოკრატ მესხთა კავშირი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა)

საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კავშირი “საფარი”

იურიდიული კომპანია BLB

კახა კოჟორიძე - ადვოკატი

კახა წიქარიშვილი - იურისტი

ირაკლი კორძახია - ადვოკატი

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი

მაია ბაქრაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

თეა ხამხაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

ბესიკ სისვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

მამუკა ახვლედიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამათლოს ყოფილი მოსამართლე

რატი ამაღლობელი - პოეტი

უჩა ნანუაშვილი - ყოფილი სახალხო დამცველი

ანა ფირცხალაშვილი - პროფესორი, იურისტი

ვახუშტი მენაბდე - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
^