Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ წუთას პირველად გავიგე, რომ ვიღაც ვიღაცის შემწირველია - ვიცე-მერი ზურაბიშვილის შემწირველებზე

21 იანვარი, 2019 14:03

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვების შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. 

„სატენდერო პროცედურა საკმაოდ გამჭვირვალეა. წინადადება, სანამ არ გაიხსნება, ვერც ვხვდებით, ვინ მონაწილეობს ტენდერში. ჩვენი მიზანია, ქალაქისთვის კარგი ავტობუსები ყველაზე უფრო ოპტიმალურ ფასად ვიყიდოთ. ჩვენ არასდროს არ ვხედავთ, ვინ, ვისი შემწირველია. ჩვენ ჩვენი სატრანსპორტო მიზნებიდან და პოლიტიკიდან გამოვდივართ. ეს [შპს „ჯი-თი გრუპის" გამარჯვება] ეჭვს არ გამოიწვევს, იმიტომ, რომ შესყიდვების პროცედურა საკმაოდ გამჭვირვალეა. ის გაიმარჯვებს ვინს პარამეტრებს აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, ვინ, ვისი შემწირველია", - თქვა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა - „ამ წუთას პირველად გავიგე, რომ ვიღაცა ვიღაცის შემწირველია".

შპს „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც  220 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვას ითავლისწინებს, რასაც კომპანია 64 790 000 ლარად უზრუნველყოფს.

შპს „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძეა. მეწილეები კი - გიორგი თავდიშვილი (33%),  გიორგი გველესიანი (34%), თემურ უსტიაშვილი (33%);

საქმე ისა, რომ გიორგი გველესიანმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს - „ქართულ ოცნებას“, ასევე 60 000 ლარი.

„ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაშია თემურ უსტიაშვილიც, რომელმაც „ოცნებას“ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება ლევან გოგსაძეს, მან „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს ჯამში 37 950 ლარი შესწირა.

ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეწილეები „ოცნების" შემწირველები არიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^