Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიცე-მერი: „სასტუმრო ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

21 იანვარი, 2019 12:38

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ისინი „სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. 

ხმალაძემ ჟურნალისტებთან იმ ნებართვებზე ისაუბრა, რომლებიც ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად გოგა ზაქაიძემ 2013 წელს აიღო.

„ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული - უვადო სპეცნებართვა, რომელიც 2013 წელს გიგი უგულავამ გასცა და ამის საფუძველზე გაცემული უშუალოდ მშენებლობის ვადიანი ნებართვა, რომელსაც ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და აღნიშნულის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა, როგორც კი ამას მოითხოვს. ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება, ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუკი ეს კომპანია გააკეთებს მომართვას" - თქვა ვიცე-მერმა. 

მისი თქმით, მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში ამ სასტუმროს აშენება. 

„არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს" - თქვა ხმალაძემ.

მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა - „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელი

--------------------

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^