Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინვესტორს არანაირი მშენებლობის ნებართვა არ აქვს - ფერაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე

21 იანვარი, 2019 13:34

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის, ნატა ფერაძის თქმით, კომპანიას, რომელიც ვაკის პარკში მშენებლობას აპირებს, მშენებლობის უფლება არ აქვს. მისი თქმით, ინვესტორს მშენებლობის ნებართვა 2016 წელს ამოეწურა. 

ფერაძის თქმით, თბილისის მერის განცხადებების მიხედვით ჩანს, რომ მერია არ არის საქმის კურსში და კალაძის განცხადეbები არის „ან შეცდომა ან ტყუილი“. 

„გუშინ ვუსმინე კალაძის განცხადებას. როგორც ჩანს, კალაძე არ არის საქმის კურსში, რადგან მან თქვა, რომ ინვესტორმა მოიგო მშენებლობის უფლება. ეს არის შეცდომა ან ტყუილი. ჩვენ გავასაჩივრეთ გიგი უგულავას მიერ დაწყებული სპეციალური ზონალური შეთანხმება, რაზეც სასამართლომ დიდი ვარაუდით უკანონოდ და კორუფციული გარიგებით განაცხადა, რომ ეს იყო დაშვებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის უფლება აქვთ. მშენებლობის უფლება ინვესტორს ამოეწურა 2016 წელს და ყველა კანონით, მერია ვალდებულია, ახლიდან გასცეს ნებართვა, ახლიდან განიხილოს პროექტი. ინვესტორს არანაირი მშენებლობის ნებართვა არ აქვს“, ამბობს ნატა ფერაძე.

ნატა ფერაძის თქმით, იმ შეხვედრაზე, რომელიც მერიასა და ინვესტორს შორის გაიმართა, უნდა ყოფილიყვნენ აქტიური მხარის წარმომადგენლები „პარტიზანი მებაღეები“ და სხვა დაინტერესებული მხარეები,  რომლებიც ვაკის პარკში მშენებლობას აპროტესტებდნენ. მისივე თქმით, თუ გაიცემა ისევ მშენებლობის ნებართვა, ისინი აუცილებლად შეუშლიან ფიზიკურად ხელს. 

„ჩვენ მზად ვართ, გავაპროტესტოთ ისევ იმავე მეთოდებით უკანონო მშენებლობა.“ - თქვა ნატა ფერაძემ

ნატა ფერაძის თქმით, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნაა, რომ მერიამ კომპანიას გაუკეთოს ადგილმონაცვლეობა ან გამოისყიდოს ტერიტორია ადეკვატურ ფასად. 

ნატა ფერაძის თქმით, დაინტერესებული მხარეები - „მწვანე ალტერნატივა“, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ და „პარტიზანი მებაღეები“  გამოთქვამენ სურვილს, რომ შეხვდნენ მერიის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრის მოთხოვნით განცხადებას შეიტანენ ქალაქის მერიაში. 

_________________________

დღეს თბილისის მერიაში გაიმართა შეხვედრა თბილისის მერიისა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს შორის. 

„რეალობა არის ის, რომ მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ. გადასულები არიან ძველებურად, ხელების გადაგრეხვაზე. ნარმანიას შემდეგ იმავეს აკეთებენ ესენიც", - ამის შესახებ „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მერიამ მათ პატარა რესტორნის მშენებლობა, ან ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. ზაქაიძის თქმით, მათ არც სურვილი აქვთ მონაცვლეობის და არც სხვა რამის. 

მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა - „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ისინი „სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. 

ვიცე-მერი: „სასტუმრო ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

შეახსენებთ,  რომ სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^