Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების კომისია „ჯეოსელისა" და „მაგთის" მიერ ტარიფების გაზრდას შეისწავლის

21 იანვარი, 2019 14:39

აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ განცხადებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომისა" და „სილქნეტის" მიერ მომხმარებლებისთვის ტარიფის გაზრდის შესახებ ავრცელებს. 

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს" - ნათქვამია განცხადებაში.

„ჯეოსელისა" და „მაგთის" ტარიფები იზრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^