Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

26 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბესი 50%

21 იანვარი, 2019 17:32

მსოფლიოს უმდიდრესი 26 ადამიანი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს 3,8 მილიარდი უღარიბესი ადამიანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს შეადგენს.

The Guardian-ის ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი კიდევ უფრო გაღარიბდნენ. 

ანგარიშის თანახმად, ქონების 1%-იანი გადასახადის დაკისრების შემთხვევაში, წელიწადში 418 მილიარდი დოლარი შეგროვდება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილმა ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება და უზრუნველყოს ჯანდაცვა, რომელიც სიკვდილიანობას 3 მილიონით შეამცირებს.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ:

  • ფინანსური კრიზისის შემდგომ ბოლო ათ წელიწადში მილიარდერთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა;
  • 2017-2018 წლებში ყოველ ორ დღეში ერთხელ ახალი მილიარდერი ჩნდებოდა;
  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსის ქონება 112 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მისი ქონების 1% ეთიოპიის მთლიანი ჯანდაცვის ბიუჯეტის ტოლია. ეთიოპიაში 105 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

ანგარიშის თანახმად, უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით საჯარო სერვისებში არასაკმარის თანხას აბანდებენ. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში დღეში დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება ჯანდაცვის ნაკლებობის გამო, 262 მილიონი ბავშვი კი სკოლაში არ დადის, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათ მშობლებს არ აქვთ საშუალება, სწავლების, უნიფორმების ან სასკოლო ინვენტარის საფასური გადაიხადონ. 

Oxfam-ის თქმით, მთავრობებმა მეტი უნდა გააკეთონ საჯარო სერვისების უკეთ დასაფინანსებლად, უფრო სამართლიანი საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფით და კორპორაციებისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^