Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს - სოფო კილაძე

21 იანვარი, 2019 21:08

„ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. მოგეხსენებათ, რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს", - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. 

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და სოფო კილაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შესაბამისად, კომიტეტში გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე თავად ისაუბრონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც რელიზშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი არის საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, მეორე მხრივ, საზოგადოების საჯარო ინტერესს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ - საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^