Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოცირიძე: ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ იზრუნოს არა შეზღუდვებზე, არამედ თანასწორობაზე

21 იანვარი, 2019 21:55

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო და სხვა დონეებზე იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც საქართველოში რელიგიურ თემატიკას ეხება, თანასწორ პლატფორმაზე ჩართულობით უნდა ხდებოდეს. გოცირიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

რუსუდან გოცირიძემ კონფესიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სამუშაო ჯგუფის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში დღეს გაიმართა.

„არასახარბიელო გამოცდილება გვაქვს, როცა გავიღვიძებთ და მედიის საშუალებით ვიგებთ, რომ რაღაც საოცარი ინიციატივა არსებობს, რომელზეც არც გვიმსჯელია, არც თანახმა ვყოფილვართ და არც გვსმენია. ეს ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რაც გვინდოდა და პარლამენტის კმაყოფილი ვართ, რომ ეს პროცესი დაიწყო.

ჩვენი მოთხოვნა და სურვილია, საუბარი რაც შეიძლება ნაკლებ რეგულაციებზე, შეზღუდვებზე იყოს და ისეთ საშიშ კანონმდებლობაზე არ იყოს ფიქრი, რითაც შემდეგ დანაღმულ ველზე უნდა ვიაროთ, რომ მისი გამოყენება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არ მოხდეს. წლების განმავლობაში, როგორც კი სახელმწიფო რელიგიური პრობლემების მოგვარებაზე იწყებს საუბარს, იმ წამსვე, მსჯელობას რეგულაციებსა და შეზღუდვებზე იწყებენ, რაც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებაზე პირდაპირი დარტყმაა. ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ იზრუნოს არა შეზღუდვებზე, რაღაც აკრძალვებსა და საშიშ ველზე, არამედ თანასწორობაზე“, - განაცხადა გოცირიძემ.

---

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 

„ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. მოგეხსენებათ, რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს", - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და სოფო კილაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შესაბამისად, კომიტეტში გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე თავად ისაუბრონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც რელიზშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი არის საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, მეორე მხრივ, საზოგადოების საჯარო ინტერესს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^