Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დაეხმარონ დიდთოვლობის გამო იზოლირებულ ოკუპირებულ ცხინვალს

22 იანვარი, 2019 12:01

დღეს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე ოკუპირებულi ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, ამიტომ მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, ცხინვალში არის შეწყვეტილი და ცხინვალში სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას. 

ელისაშვილის განცხადებით, ბავშვთა საკვები, მედიკამენტები და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგი ამოწურულია.

„შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამინები, რომლებმაც გადაწვეს და  გაძარცვეს ქართული სოფლები, რომლებმაც მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს. მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში ცხოვრობს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ახლა ამ წუთებში ძალიან მძიმე დღეში არიან, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები და მძიმე ავადმყოფები, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან“, - განაცხადა ელისაშვილმა

ალექსანდრე ელისაშვილმა მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს, რომ „გამოვიჩინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში, მათ შორის მედიკამენტები, პირველად მოხმარების პროდუქტები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თხოვნას დიდი ენთზიაზმით გამოეხმაურებიან უცხოელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა ელისაშვილმა 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
^