Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

22 იანვარი, 2019 15:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელივანია ეს წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შეხვედრები ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^