Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთში მაშველები 9 დღეა, 100-მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ამოყვანას ცდილობენ

22 იანვარი, 2019 16:11

ტოტალანში, ესპანეთის სამხრეთ რეგიონში, 9 დღეა, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები 100-მეტრიან ჭაში ჩავარდნილ ბავშვთან მიღწევას ცდილობენ. ამ დროისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა 2 წლის ჯულიენი, რომელიც ჭაში 13 იანვარს ჩავარდა.

ბავშვთან მისვლა პარალელური ორმოს საშუალებით იგეგმება, რადგან ჭა, სადაც 2 წლის ბიჭი ჩავარდა, სულ 25 სანტიმეტრის სიგანისაა. მაშველებმა ჭის პარალელურად თითქმის 60-მეტრიანი ორმო ამოთხარეს, მაგრამ 21 იანვარს მათ კლდის სქელი ფენა შეხვდათ, რამაც მუშაობა უფრო გაართულა.

ესპანელ მაშველებსა და მეშახტეებს იმ შვედური კომპანიის თანამშრომლებიც ეხმარებიან, რომლებმაც 7 წლის წინ ჩილეში მიწის ქვეშ მოყოლილი 33 მეშახტე 69 დღის შემდეგ გამოიყვანეს.

ჯულიენის მშობლებმა 2017 წელს ერთი ტრაგედია უკვე განიცადეს. მათი სამი წლის შვილი მოულოდნელად სანაპიროზე სეირნობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^