Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რონალდოს გადასახადების გადაუხდელობის გამო 18-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა

22 იანვარი, 2019 18:04

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ დანაშაული აღიარა. თავდამსხმელი „მადრიდის რეალში“ ყოფნის პერიოდში გადასახადებისგან თავის არიდების გამო 18.8 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

სასამართლომ პორტუგალიელ თავდამსხმელს 23-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. მაგრამ ესპანეთის კანონმდებლობა დანაშაულის პირველად ჩადენისას 2-წლამდე სასჯელის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, რონალდოს არ დააპატიმრებენ.

მადრიდის სასამართლოში კრიშტიანო რონალდო თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა. ფეხბურთელმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვა ან შენობაში მანქანით შესვლა მოითხოვა, რათა მედიის წინ გამოჩენისგან თავი აერიდებინა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რონალდოს ესპანეთის პროკურატურამ გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი 2017 წელს წაუყენა. გამოძიების მიხედვით, ფეხუბრთელმა „მადრიდის რეალში“ თამაშის დროს, 2010-14 წლებში, რამდენიმე საგადასახადო დანაშაული ჩაიდინა, რამაც სახელმწიფო 14.7 მილიონი ევროთი დააზარალა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, რონალდოს 13 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს. ესპანეთის სასამართლო საგადასახადო დანაშაულზე „მადრიდის რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის, ჩაბი ალონსოს საქმესაც განიხილავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^