Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ია კერზაიას საქმეზე ისაუბრა

22 იანვარი, 2019 17:39

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას საქართველოში საარჩევნო გარემოზე საუბრისას ყურადღება ზუდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გაამახვილა. 

„ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლიდ დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, სახელმწიფო მისგან მოითხოვდა მშობლებთან ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. ამ ფაქტთან დაკავშირებით განათლების მინისტრი ჯერ კიდევ უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე. ეს ტრაგედია უნდა იქნას გამოძიებული; და არც ერთი საჯარო მოხელე საქართველოში ან სხვაგან არ უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი საარჩევნო კამპანიებში ჩართვის მოთხოვნის გამო," - განაცხადა კანდელაკმა. 

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.

სამინისტროს განმარტება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე

განათლების მინისტრი ია კერზაიას გარდაცვალებას პირველად გამოეხმაურა

„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

ომბუდსმენი: ია კერზაიას საქმეს ჩვენ ვსწავლობთ ძალიან დეტალურად, სამი მიმართულებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^