Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციელი, რომელმაც ტრანსგენდერი ქალის დედას შვილის იდენტობა გაუმჟღავნა, გაათავისუფლეს

22 იანვარი, 2019 17:59

პოლიციელი, რომელმაც ტრანსგენდერი ქალის დედას მისი შვილის პერსონალური ინფორმაცია მიაწოდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" მიერ „ლიბერალისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც მისი პერსონალური ინფორმაცია ფიგურირებდა, მისი ნებართვის გარეშე გაანდეს მის დედას, რომელმაც აქამდე მისი შვილის გენდერული იდენტობის შესახებ არაფერი იცოდა და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ შეიტყო ამის შესახებ. 

„დაზარალებული განმარტავს, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ურთიერთობაზე და წარმოშვა ძალადობის პროვოცირების საფრთხე. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მან უარი განუცხადა ინსპექტორს, რომ კონტაქტი დაემყარებინა დედასთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, ინსპექტორმა ვერ შეძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება" - აცხადებენ WISG-ში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული პერსონალური მონაცემები არასამსახურებრივი მიზნით გადაამოწმა ამავე სამინისტროს აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტის უბნის ინსფექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ე. გ.-მ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებით ე. გ. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა. ასევე, შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, ე. გ.-ის ქმედება მიჩნეულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად და მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

WISG-ში ასევე აღნიშნავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადასცა განმცხადებელს.

„ინსპექტორმა თავის 2018 წლის 10 დეკემბრის წერილში განმარტა, რომ „ვინაიდან განცხადების განხილვა მიმდინარეობდა საიდუმლო საქმისწარმოების ფარგლებში ინსპექტორის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ გადაწყვეტილების ასლი და დეტალური ინფორმაცია განცხადების განხილვისას დადგენილი გარემოებების შესახებ“.

WISG-ის იურისტის ქეთი ბახტაძის განმარტებით, პოლიციის მხრიდან ლგბტი ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრისა და მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევები WISG-ის პრაქტიკაში მრავლად არის, თუმცა ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებულები უმრავლეს შემთხვევაში თავს იკავებენ გენერალური ინსპექციის თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიმართვისგან.

„გარდა ამისა, დისკრიმინაციისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებისთვის ერთ-ერთ ინსტიტუციურ ბარიერს წარმოადგენს ე. წ. „იძულებითი ქამინგ აუთი“, რაც გულისხმობს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამხელას იძულებით“ - ამბობს ბახტაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^