Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

22 იანვარი, 2019 21:01

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა.

15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.

„საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სა ...
21 აპრილი
21 აპრილი

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდ ...

დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლად ...
21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
^