Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან აქცია გაიმართა

23 იანვარი, 2019 10:19

გვიან ღამით, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან აქცია გაიმართა. „პირველი არხის“ ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი მოჭიდავეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

„პირველ რიგში, სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოჭიდავე კაცმა მოჭიდავე ადამიანი ამ დონემდე მიიყვანა. აქ მოვედით, შევიკრიბეთ და მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს. ვისაც ეს საქმე ეხება, ვთხოვთ, რომ გეგა გეგეშიძე დროულად იყოს გათავისუფლებული, რათა ეს სპორტსმენები დარბაზებს დაუბრუნდნენ და გააგრძელონ თავისი საქმე, ვარჯიში“, – განაცხადა „პირველი არხის“ ცნობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 
თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც 
ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად 
აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის 
ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები 
დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში 
მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 
სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან 
დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 
239-ე მუხლებით გრძელდება." - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: popsport 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^