Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედას მიჯაჭვულობა ჰქონდა ბავშვთან, იყო მზრუნველი - სამინისტრო 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე

23 იანვარი, 2019 14:01

სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა მედიასთან გუშინ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის შესახებ კომენტარი გააკეთა. მარი წერეთლის თქმით,  6 იანვრამდე გარდაცვლილი ბავშვის ან ამავე ოჯახში მყოფი ბავშვების მიმართ დედის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაციას სოციალური სააგენტო არ ფლობდა.

„სამწლინახევრის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ნიშანი ძალადობის. არც ამ და არც სხვა ბავშვების მიმართ.  ძალადობის ნებისმიერი ნიშანი შესანიშნი იქნებოდა.“ - ამბობს მარი წერეთელი.

მისივე თქმით, ბავშვის დაბადებიდან მალევე დედამ მიმართა სააგენტოს და გოგონას მინდობით აღზრდაში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზად კი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.

„სამ წელიწად-ნახევარი როცა იყო, მინდობით აღზრდაში ხდებოდა მის განვითარებაზე მეთვალყურეობა. ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის მეთვალყურეობა. ამ პერიოდის განმავლობაში დედა სისტემატურად დადიოდა, იყო ჩართული ბავშვის განვითარებაში. დედას ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვზე, იყო მზრუნველი. ხშირად მოდიოდა და ნახულობდა“ -  განაცხადა მარი წერეთელმა.

მისივე თქმით, მინდობით აღზრდიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილების შემდეგ ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციის პროცესს სოციალური სამსახური მეთვალყურეობდა.

მარი წერეთლის თქმით, ბავშვის ჰიგიენური მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და 6 იანვრამდე მათთვის ბავშვებზე ძალადობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

რაც შეეხება 6 იანვარს მომხდარ ფაქტს, როცა მეზობლებმა გამოიძახეს პატრული. ამ საკითხს მარი წერეთელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს და თუ დადგინდა სოციალური სამსახურის თანამშრომლების გადაცდომა, დადგება მათი პაუხისმგებლობის საკითხი, მოკვლვის შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^