Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქცია გაიმრთება

26 იანვარი, 2019 20:53

ხვალ, 27 იანვარს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. 

შეხვედრის პარალელურად კი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საპროტესო აქციას გამართავს და გააჟღერებს სასამართლოს ძირეული ცვლილების მოთხოვნას. 

„აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას, დატოვონ თანამდებობა. ასევე თანამდებობებიდან გადადგნენ სასამართლოში არსებული კლანის ლიდერები და წლების განმავლობაში, უსამართლო მართლმსაჯულების შემოქმედი მოსამართლეები, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე", - ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის აქცია ხვალ, 10  საათზე სასტუმრო „რედისონის" წინ დაიწყება, სადაც 11 საათზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^