Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება

27 იანვარი, 2019 13:26

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესო აქცია გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.  სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. 

ლევან მურუსიძეს აქციაზე შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო

უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში NGO-ები არ შევლენ

მოსამართლეები: NGO-ების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^